რუსეთმა კიევში ორ ბენზინგასამართ სადგურს დაარტყა

11 სექ 2026

ორი ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა კიევში ბენზინგასამართ სადგურზე  რუსული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად. დაშავებულთა შორის ერთი მეხანძრე-მაშველია.

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ  განაცხადა, რომ ქალაქში ბენზინგასამართ სადგურებზე რუსეთის დარტყმების შედეგად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით,  რუსული დრონებით თავდასხმის სამიზნე კიევის ორ რაიონში მდებარე საწვავის გასამართი სადგურები იყო.