ტრამპი ამომრჩევლებს ნოემბრის შუალედურ არჩევნებში მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდებს

11 სექ 2026

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დალასში გამართულ პოლიტიკურ შეკრებაზე რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერებს  ნოემბრის შუალედურ არჩევნებში მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდა.

ხუთშაბათს, აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ უარი უთხრა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას, დაინერგოს აშშ-ის საფოსტო სამსახურის ახალი წესი, რომელიც ნოემბრის შუალედურ არჩევნებამდე გაამკაცრებდა ფოსტით ხმის მიცემის მოთხოვნებს, რადგან აშშ-ის უზენაესი სასამართლოში ანალოგიური მოთხოვნის განხილვა მიმდინარეობს.