ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების მკვლევარები ტექნოლოგიის რისკებზე საუბრობენ

11 სექ 2026

აშშ-ის კანონმდებლების სულ უფრო მეტი რაოდენობა ითხოვს ხელოვნური ინტელექტის სისტემების მართვის ახალ წესების შემუშავებას მას შემდეგ, რაც კომპანია ანთროპიკის ორი  მკვლევარის მხრიდან გაჟღერდა შემაშფოთებელი გაფრთხილებები იმის შესახებ, რომ სწრაფად განვითარებადმა ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა კაცობრიობის გადაშენება გამოიწვიოს არც ისე შორეულ მომავალში.

ხელოვნური ინტელექტის პოტენციური ზიანის შესახებ შეშფოთება მიმდინარე კვირაში გაიზარდა, როდესაც  მკვლევარმა ჯეიკობ კოქსონმა განაცხადა, რომ თანამდებობა დატოვა და რომ „ხელოვნური ინტელექტის შექმნაზე მომუშავე ადამიანებს მართლაც სჯერათ, რომ მას ათწლეულის ბოლოს ყველა ადამიანის მოკვლა შეუძლია“. 

გაფრთხილებები მოჰყვა ხელოვნური ინტელექტის აგენტების მიერ გარე სისტემების გატეხვისა და ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების მკვლევარების მიერ კომპანიების დატოვების შემთხვევებს, რომლებიც შეშფოთებულნი არიან ტექნოლოგიის რისკებით. პოლიტიკოსები, როგორც დემოკრატები, ასევე რესპუბლიკელები, ამ ფაქტებს შეშფოთებით გამოეხმაურნენ და მთავრობას  მეტი მოქმედებისკენ მოუწოდეს.