ტენდერი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან რკინიგზის მისასვლელი გზის მშენებლობისთვის

11 სექ 2026

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან რკინიგზის მისასვლელი გზის მშენებლობისთვის ტენდერის გამოცხადება ოქტომბრის ბოლომდე იგეგმება.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ანაკლიაში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები მთავრობის მიერ განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში კი, როგორც „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე აცხადებს, სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა.