ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტები პერიმის კუნძულზე შევიდნენ

11 სექ 2026

იემენის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის წყაროების ინფორმაციით, ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტები პერიმის კუნძულზე შევიდნენ. რომელიც მნიშვნელოვან სტრატეგიულ წერტილს წარმოადგენს, საიდანაც მათ შეუძლიათ წითელ ზღვაში ვიწრო გასასვლელის გაკონტროლება. ამ ნაბიჯით ისინი ცდილობენ, გააძლიერონ კონტროლი გლობალური გადაზიდვების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მარშრუტზე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე. 

თავად ჰუსიტებს კუნძულის დაკავების შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ. იემენის მთავრობის ოთხმა წყარომ „როიტერსს“ განუცხადა, რომ ჰუსიტებმა ამ კუნძულს  „მიაღწიეს“. მანამდე იემენის სამთავრობო ძალებმა პერიმის კუნძული დატოვეს, ხოლო ჰუსიტებმა  ქალაქი ზუბაბი დაიკავეს, რომელიც წითელი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს.  ერთი დღით ადრე, იემენის ინფორმაციის მინისტრმა განაცხადა, რომ ჰუსიტებმა საპორტო ქალაქი მოხა აიღეს.

ამ ამბებმა სერიოზული შეშფოთება გამოიწვია გლობალურ გადაზიდვებზე პოტენციური ზემოქმედების შესახებ. ბაბ ელ-მანდების სრუტე, რომელიც სუეცის არხის გავლით აზიას ევროპასთან აკავშირებს, ჰორმუზის სრუტის მსგავსი გეოპოლიტიკურად კრიტიკულად მნიშვნელოვანი მარშრუტია.