ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის

11 სექ 2026

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის. ოქტომბრის ბოლომდე პორტთან მისასვლელი ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობის ტენდერი გამოცხადდება.

18 კილომეტრიანი რკინიგზა ანაკლიას ქვეყნის არსებულ სარკინიგზო ქსელთან დააკავშირებს და პორტის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ნაწილი გახდება.