12 სექ 2026
მომსახურებით ვაჭრობის ჩინეთის საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში გამართული გლობალური სამიტის მონაწილეებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მიმართა. ირაკლი ნადარეიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის დინამიკასა და პარტნიორობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილა.
მისი განცხადებით, 2018 წელს ამოქმედებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა და 2023 წელს ურთიერთობების სტრატეგიულ დონეზე აყვანის შემდეგ, ორი ქვეყნის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც მოიცავს „სარტყლისა და გზის“ ინიციატივასა და ციფრული ეკონომიკის განვითარებას.
ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, საქართველოს ურთიერთობებს ჩინეთთან განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.