ეკონომიკური საბჭოს სხდომა

12 სექ 2026

ეკონომიკური საბჭოს სხდომა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით - დღის წესრიგით გათვალისწინებული ექვსი საკითხი განიხილეს. იმსჯელეს კერძო სექტორში არსებულ გამოწვევებზე, ინვესტიციების მოზიდვისა და ბიზნესის ხელშეწყობის მექანიზმებზე.
მთავრობის ინფორმაციით, ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ აჭარის საინვესტიციო და ბიზნესგარემოს მიმართ ინტერესი სულ უფრო მეტად იზრდება. მისი თქმით, კერძო სექტორის მხარდაჭერა და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების განვითარება რეგიონის მდგრადი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა კურორტ გოდერძიზე გამართული საინვესტიციო-ბიზნეს ფორუმის მნიშვნელობასაც და აღინიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები მაღალმთიან აჭარაში ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების და ინვესტიციების მოზიდვისთვის დამატებითი სტიმულის მიმცემი გახდება.