12 სექ 2026
ბულგარეთის ჩრდილო-ცენტრალურ ნაწილში მდებარე კომპანია ემკოს საბრძოლო მასალების საწყობში ხანძარი გაჩნდა, რასაც ძლიერი აფეთქებები მოჰყვა. „ამჟამად ხანძარი ქარხნის საწყობების ბაზის ტერიტორიაზეა გავრცელებული და ცეცხლი ერთი საწყობიდან მეორეზე გადადის. ბოლო აფეთქება 12:00 საათამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა“, — განაცხადა გაბროვოს რეგიონის გუბერნატორმა კრისტინა სიდოროვამ და აღნიშნა, რომ უახლოესი დასახლებული პუნქტები ერთ კილომეტრზე მეტით არის დაშორებული. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ესკომპანია ემკოს ობიექტზე მომხდარი მეორე ინციდენტია ბოლო ერთი თვის განმავლობაში.