თუ ჩინეთს მოუნდება აქ შემოსვლა და ქარხნის გახსნა თავისი ავტომობილების საწარმოებლად, ამის წინააღმდეგი არ ვიქნები - დონალდ ტრამპი

12 სექ 2026

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფოქს-ნიუსის ეთერში განაცხადა, რომ არ შეეწინააღმდეგება ჩინელი ავტომწარმოებლების მიერ აშშ-ში ავტომობილების წარმოებას,  ამერიკელი კანონმდებლებისა და ავტოკომპანიების მხრიდან არსებული  წინააღმდეგობის მიუხედავად.
„თუ ჩინეთს მოუნდება აქ შემოსვლა და ქარხნის გახსნა თავისი ავტომობილების საწარმოებლად, ამის წინააღმდეგი არ ვიქნები“, — განაცხადა ტრამპმა ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში. მისივე თქმით, არ სურს, ჩინურმა ავტომკომპანიებმა ავტომობილები მექსიკაში აწარმოონ და შემდეგ აშშ-ში შემოიტანონ. „მე ჩინურ ავტომობილებს არ ვაკრიტიკებ“, — აღნიშნა ტრამპმა.
ოთხშაბათს აშშ-ის დემოკრატმა  სენატორმა ელისა სლოტკინმა განაცხადა, რომ გავრცელებული ხმების თანახმად,  ტრამპი გეგმავს, დაუშვას ჩინური ავტომობილების გაყიდვა აშშ-ში იმ ფართომასშტაბიანი შეთანხმების ფარგლებში, რომელსაც ის ამზადებს. ეს სტრატეგიული შეცდომა იქნებოდა“-თქვა სენატორმა. ტრამპმა სლოტკინის განცხადებას „ყალბი ამბავი“ უწოდა და აღნიშნა, რომ მას ჩინური ავტომობილები აშშ-ის ბაზარზე არ დაუშვია.