ვლადიმერ პუტინი - რაც ახლა ევროპაში ხდება, დასავლელი გლობალისტების მიერ დაშვებული სისტემური შეცდომების შედეგი

12 სექ 2026

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა  განაცხადა, რომ ევროპაში მიმდინარე მოვლენები — მათ შორის გერმანიის ერთ-ერთ ფედერალურ მხარეში გამართულ არჩევნებში ულტრამემარჯვენე ძალების გამარჯვება — დასავლელი გლობალისტების მიერ დაშვებული სისტემური შეცდომების შედეგია.

პუტინმა აღნიშნა, რომ არ გააკეთებდა კომენტარს საქსენ-ანჰალტში პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მაღალ შედეგზე, თუმცა შემდეგ ევროპის კონტინენტზე განვითარებული მოვლენების, მათ შორის არჩევნების შედეგების გამო, პასუხისმგებლობა დასავლურ ელიტებს დააკისრა.
„ვფიქრობ, ყველაფერი, რაც ახლა ევროპაში ხდება, არსებითად არის ე.წ. დასავლეთის პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროში მოღვაწე დასავლელი გლობალისტების მიერ დაშვებული სისტემური შეცდომების შედეგი“ — განუცხადა პუტინმა ჟურნალისტებს ინდოეთში ვიზიტის პირველ დღეს.