12 სექ 2026
ჰუსიტების კონტროლქვეშ მყოფმა ტელეკომპანია „ალ-მასირამ“ გაავრცელა კადრები, რომლებზეც, მათი მტკიცებით, ასახულია ჰუსიტი მებრძოლები იემენის ტაიზის პროვინციაში მდებარე „ხალიდ ბინ ვალიდის“ სამხედრო ბანაკსა და მოხას გზაჯვარედინზე. ეს მასალა მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც დაჯგუფებამ წითელი ზღვის სანაპიროზე მდებარე სტრატეგიული მნიშვნელობის საპორტო ქალაქი დაიკავა.
რეპორტიორი აცხადებს, რომ საუდის არაბეთის მხარდაჭერილი ძალების გასვლის შემდეგ ტერიტორია გაწმენდილია, ჰუსიტები საგუშაგოებს აღადგენენ და გზაზე მოძრაობის განახლებისთვის ემზადებიან.
მოხაში მდებარე „ხალიდ ბინ ვალიდის“ ბანაკიდან ჰუსიტებმა განდევნეს საუდის არაბეთის მიერ დაქირავებული მებრძოლები და ტერიტორიას ჰუსიტთა ძალები მთლიანად აკონტროლებენ.
გუშინ იემენის მთავრობის წყაროებმა როიტერს წითელი ზღვის სანაპიროზე ჰუსიტების წინსვლის შესახებ და დაჯგუფების მიერ ბაბ-ელ-მანდების სრუტესთან სტრატეგიული საპორტო ქალაქ მოხის დაკავების შესახებ განუცხადეს.