12 სექ 2026
საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ დასკვნით შეკრებაზე ქალაქ წყალტუბოში იმყოფება.
ნაკრების წევრებს საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე შეხვდა, წარმატებული ასპარეზობა უსურვა და სპორტული ეკიპირება გადასცა.
შეხვედრისას მოსამზადებელ პროცესზე, ევროპის ჩემპიონატზე მოსალოდნელ შედეგებსა და დასახულ მიზნებზე ისაუბრეს. კრივში ევროპის ჩემპიონატი 17 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.