იემენთან მდებარე ბაბ-ელ-მანდების სრუტეში წარმოქმნილ პრობლემასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ტრამპმა ჟურნალისტების კითხვას უპასუხა

12 სექ 2026

იემენთან მდებარე ბაბ-ელ-მანდების სრუტეში წარმოქმნილ პრობლემასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ტრამპმა ჟურნალისტების კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ  „ყველაფერი კარგად იქნება“.
ტრამპმა იგულისხმა, რომ გემების  გადაადგილებასთან დაკავშირებით საუდის არაბეთთან დაკავშირებით ახალი პრობლემა არ წარმოიქმნება. 
ეს კომენტარი ტრამპმა დუბლინში ირლანდიის პრეზიდენტ კეტრინ კონოლისთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ტრამპი დღეს დუბლინში ჩავიდა, სადაც ის ირლანდიის ლიდერებს შეხვდა, სანამ თავის ერთ-ერთ კურორტზე გოლფის ტურნირს დაესწრებოდა. ირლანდიის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრები ოფიციალური სახელმწიფო ვიზიტის ნაწილი არ არის.