12 სექ 2026
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კანადაში წვრთნებზე მყოფ ავიაგამანადგურებლების უკრაინელ პილოტებს შეხვდა და ხაზი გაუსვა მათ როლს უკრაინის დაცვაში იმ ფონზე, როცა კიევი დასავლური წარმოების ავიაციის პარკს აფართოებს.
ონტარიოს პროვინციის ქალაქ ნორთ-ბეიში მდებარე სასწავლო ცენტრში ვიზიტისას ზელენსკიმ საწვრთნელი თვითმფრინავების ფრენას უყურა, შეხვდა უკრაინელ კურსანტ-პილოტებს და ერთ-ერთი თვითმფრინავის კაბინაშიც ჩაჯდა.
ზელენსკიმ პილოტებს განუცხადა, რომ უკრაინა დამატებით დასავლურ თვითმფრინავებს მიიღებს და აღნიშნა, რომ ეფ-16-ის ტიპის გამანადგურებლების გარდა, წელს „გრიპენის“ ტიპის თვითმფრინავების მიღებასაც ელოდება.
კანადამ კიევისთვის 350 მილიონი კანადური დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტი დაამტკიცა, რომელიც საჰაერო თავდაცვისთვის საჭირო ჩამჭრელი რაკეტების შეძენას ითვალისწინებს. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.