აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიანი ელექტრონული პორტალის პრეზენტაცია გაიმართა ბორჯომში

12 სექ 2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიანი ელექტრონული პორტალის პრეზენტაცია გაიმართა ბორჯომში. პრეზენტაციაზე აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას პორტალის შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. პორტალი დევნილ მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, ერთიან ციფრულ სივრცეში, მიიღონ აფხაზეთის მთავრობისა და მისი უწყებების პროგრამებსა და სერვისებზე წვდომა.