გიორგი ბარამიძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

12 სექ 2026

გიორგი ბარამიძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი პატიმრობაში დატოვა.
პროცესს ესწრებოდა ბრალდებულიც. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს ბრალად ედება სამშობლოს ღალატი, კერძოდ, საბოტაჟი.  დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ წარდგენილი ბრალი დაუსაბუთებელი და პოლიტიკურად მოტივირებულია, რის გამოც დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების არცერთი ფორმის გამოყენებას არ ეთანხმებოდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მუხლი, რომლითაც ბარამიძიეს ბრალი წაუყენეს, 4 წლიან საპატიმრო სასჯელს ითვალისწინებს.
ბარამიძის დაკავება, იაგო ხვიჩიას გადაცემაში გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. სააკაშვილის მთავრობის თავდაცვის მინისტრმა, ქართველი სამხედროები, აფხაზეთის კონფლიქტის დროს ტყვეთა დახვრეტაში დაადანაშაულა. პროკურატურაში ითქვა რომ ბარამიძის ქმედებამ, საფრთხე შეუქმნა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს, დააზიანა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა.