12 სექ 2026
გიორგი ბარამიძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს. პროცესს ესწრება ბრალდებულიც. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს ბრალად ედება სამშობლოს ღალატი, კერძოდ, საბოტაჟი. გიორგი ბარამიძის ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ წარდგენილი ბრალი დაუსაბუთებელი და პოლიტიკურად მოტივირებულია, რის გამოც დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების არცერთი ფორმის გამოყენებას არ ეთანხმება. ბარამიძის დაკავება, იაგო ხვიჩიას გადაცემაში გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. სააკაშვილის მთავრობის თავდაცვის მინისტრმა, ქართველი სამხედროები, აფხაზეთის კონფლიქტის დროს ტყვეთა დახვრეტაში დაადანაშაულა. პროკურატურაში ითქვა რომ ბარამიძის ქმედებამ, საფრთხე შეუქმნა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს, დააზიანა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა.