12 სექ 2026
ბათუმში ელექტრო სკუტერების ჩემპიონატი გაიმართა. შეჯიბრი ბათუმის სპორტული ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა და მასში სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული 40-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. მონაწილეებმა შესაძლებლობები სამ კატეგორიაში გამოსცადეს. ჩემპიონატის ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიება მიზნად ისახავს მასობრივი სპორტის პოპულარიზაციას, ახალგაზრდების აქტიურ სპორტულ ცხოვრებაში ხელშეწყობას და მიკრომობილობის, როგორც თანამედროვე სპორტული მიმართულების განვითარებას.