13 სექ 2026
შვედეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. უბნები ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე გაიხსნა და საღამოს 20:00 საათზე დაიხურება, თუმცა წინასწარი ხმის მიცემის პროცესი 26 აგვისტოდან მიმდინარეობს.
მოსახლეობა საკანონმდებლო ორგანოს, რიქსდაგის ახალ შემადგენლობას აირჩევს. საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ულფ კრისტერსონის მემარჯვენე ბლოკი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მაგდალენა ანდერსონის მემარცხენე ბლოკს უპირისპირდება.
წინასწარი გამოკითხვების თანახმად, მაგდალენა ანდერსონის ოპოზიციური ბლოკი მცირე უპირატესობით ლიდერობს. შვედეთის 349 ადგილიან პარლამანეტში უმრაველოსობისთვის 175 მანდატია საჭირო.