სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი მზად არის უკრაინასთან სასაუბროდ, თუმცა არ შეწყვეტს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას

13 სექ 2026

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთი მზად არის უკრაინასთან სასაუბროდ, თუმცა არ შეწყვეტს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას.

სერგეი ლავროვმა ინდოეთში ბრიქსის სამიტის პარალელურად რუსეთის სახელმწიფო ტელეარხ ტასს განუცხადა, რომ მოლაპარაკებების პერიოდში სამხედრო ოპერაცია არ შეწყდება, რადგან რუსეთს ამის გამოცდილება უკვე აქვს და დასკვნებიც გამოიტანეს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ არაფერი სმენია დეკემბერში დიდი ოცეულის სამიტზე პუტინისა და ზელენსკის შესაძლო შეხვედრის შესახებ, აქვე დაამატა, რომ თუ ზელენსკის შეხვედრა სურს შეუძლია რუსეთში ჩავიდეს.