ოდესაში რუსეთის იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა

13 სექ 2026

ოდესაში რუსეთის იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა. დარტყმის შედეგად სრულად განადგურდა მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ზედა სართულები. ადგილზე სამძებრო სამუშაოები გრძელდებს.

გარდა ამისა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ოდესის ოლქის ქალაქ ჩორნომორსკში რუსული დრონი სასტუმროს შენობას მოხვდა, სადაც სარეაბილიტაციო ცენტრი ფუნქციონირებდა.

იერიშის შედეგად დაშავდა 11 ადამიანი. რუსულ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა ზაპოროჟიეშიც, დაიღუპა 2 ადამიანი. გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღე ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 129 დარტყმითი და სხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები გამოყენა.