ბათუმში სპორტული ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ნიკე“ დაჯილდოების ცერემონიით დაიხურა

13 სექ 2026

ბათუმში სპორტული ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ნიკე“ დაჯილდოების ცერემონიით დაიხურა.  

წელს ფილმების მე-2 საერთაშორისო  ფესტივალზე 17 ქვეყნის 28 სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი მხატვრული და  დოკუმენტური ფილმები იყო წარმოდგენილი. საუკეთესოები რამდენიმე კატეგორიაშ გამოავლინეს.

 ფესტივალის პროგრამა საკონკურსო ჩვენებების გარდა, სპეციალურ და არასაკონკურსო ჩვენებებსაც მოიცავდა. ფესტივალის ფარგლებში პროფესიული შეხვედრები და მასტერკლასებიც ჩატარდა. წლევანდელი ფესტივალი ლეგენდარული ფეხბურთელის დავით ყიფიანის დაბადებიდან 75 წლის იუბილეს ეძღვნებოდა.

,, ნიკე’’ საქართველოს კულტურის სამინისტროს , კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, შემოქმედებითი საქართველოსა და აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.