13 სექ 2026
ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი დაიხურა, პროექტის ფარგლებში ჯამში 2 880 ახალგაზრდას უმასპინძლეს, მათ შორის, 720 სკოლის მოსწავლესა და 2160 სტუდენტს. ბანაკის მიმდინარე წლის დასკვნით სეზონზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ.
ხუთდღიანი საბანაკე პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ საგანმანათლებლო, შემეცნებით და სპორტულ აქტივობებში. ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის დახურვის ღონისძიებას განათლების მინისტრი დაესწრო.