13 სექ 2026
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონოდ, ჯგუფურად შეძენა-შენახვის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს.
თბილისისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ბრალდებულების დროებით საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ მიერ ჯგუფურად, უკანონოდ შეძენილი და შენახული სხვადასხვა მოდელის 4 ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 156 საბრძოლო ვაზნა და 5 მჭიდი. დანაშაული 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.