13 სექ 2026
საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით მიღწეული შედეგების საერთაშორისო შეფასებისთვის ემზადება. უახლოეს დღეებში ქვეყანა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ვალიდაციის ეროვნულ ანგარიშს წარუდგენს.
ანგარიშის მიხედვით, ქრონიკული C ჰეპატიტის მქონე პაციენტების 88.5% დიაგნოსტირებულია, დიაგნოსტირებულთა 87.1%-ს მკურნალობა დაწყებული აქვს, ხოლო განკურნების მაჩვენებელი 99%-ს აღწევს.
მნიშვნელოვანი პროგრესია B ჰეპატიტის მიმართულებითაც. ახალშობილებში ვაქცინაციის მოცვამ 95.5%-ს, სამდოზიანი ვაქცინაციის მაჩვენებელმა კი 90.5%-ს მიაღწია. საქართველო ორივე მიმართულებით ვალიდაციის უმაღლესი, ოქროს დონის საერთაშორისო აღიარების მისაღებად ემზადება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში წარსადგენი ანგარიშის დასრულებული პროექტი ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის ვალიდაციის ეროვნული საბჭოს სხდომაზე განიხილეს.