შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი „ბათუმური რაფსოდია“

13 სექ 2026

ვერდი, ვაგნერი, მოცარტი და სხვა დიდი კლასიკოების ცნობილი საოპერო არიები ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 16 მომღერლის შესრულებით - ეს შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალის „ბათუმური რაფსოდია“  - "ოპერის ოქროს ხმა" - გალა კონცერტია.

თექვსმეტ ფინალისტს შორის საუკეთესო ირანელი მომღერალი  - Razavi Forooz -გახდა. მან ჯილდო 10 000 ევრო  და მაყურებლის დიდი ოვაციები მიიღო.

მეორე და მესამე ადგილი კი ორ კონკუნკურსანტზე განაწილდა. ჯამში საპრიზო ფონდი 22 000 ევრო იყო. კონკურსანტებმა სხვადასხვა პრემიები, ფასიანი და სამახსოვრო ჯილდოები მიიღეს.

კონკურსანტებს 5 დღის დღის განმავლობაში 9 კაციანი საერთაშორისო ჟიური აფასებდა. დასკვნით საღამოზე გარდა კონკურსანტებისა დაჯილდოვდნენ საოპერო სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის  ბარიტონი - ელდარ გეწაძე.

მეცო სოპრანო - თამარ გურგენიძე და მარიამ ჯახუტაშვილი, რომელიც . ოპერის თეატრის აღდგენის ინიციატივით გამოვიდა. იდეა მოიწონა როგორც ფესტივალის დამფუძნებელმა თამარ ივერმა, ასევე, საღამოს მონაწილე სხვა სტუმრებმაც.

 შეგახსენებთ, ფესტივალის ინიციატორი და დამფუძნებელი ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი, არაერთი ჯილდოს მფლობელი თამარ ივერია.