13 სექ 2026
იემენელი შიიტი „ჰუსიტების“ მიერ საუდის არაბეთში, ჯაზანზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. დაზიანდა რამდენიმე შენობა.
იემენური მედიის ინფორმაციით, საუდის არაბეთზე თავდასხმის დროს, შეიარაღებულმა ძალებმა სპეციალური სამხედრო ოპერაცია განახორციელეს, რომლის სამიზნეს, საუდის არაბეთის შარურას რაიონში მდებარე სამხედრო ბაზაზე არსებული იარაღის საწყობები, ასევე სარდლობისა და მართვის ცენტრები იყო.
„ჰუსიტების“ განცხადებით, „ჰუსიტების“ განცხადებით, ოპერაცია ქვეყნის წინააღმდეგ საუდის არაბეთის მხრიდან განხორციელებულ მუდმივ აგრესიაზე პასუხს წარმოადგენს.