13 სექ 2026
ბაკურიანში აფხაზეთიდან დევნილი განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდებისა და მათი მშობლებისთვის სპეციალური პროექტი განხორციელდა. პროექტის ფარგლებში მონაწილეებმა დრო სხვადასხვა გარემოში გაატარეს და არაერთ აქტივობაში ჩაერთნენ.
პროგრამა მოიცავდა სახელოვნებო, სპორტულ და თერაპიულ ღონისძიებებს. მონაწილეებისთვის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ფსიქოსაგანმანათლებლო შეხვედრებიც.
მათ მიიღეს ინფორმაცია ფსიქოლოგიური ტრავმების, კრიზისული მდგომარეობებისა და ფსიქოსოციალური გამოწვევების შესახებ.
პროექტის მიზანი მოზარდებისა და მათი მშობლების მხარდაჭერა, მათი ფსიქოსოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და ერთმანეთთან კომუნიკაციისა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა იყო.
პროექტი აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ინიციატივით განხორციელდა.