„შპიგელი“ – რუსებმა თავდასხმა განახორციელეს მატარებელზე, რომლითაც ბორის ჯონსონი და ფრიდრიხ მერცის ერთ-ერთი მრჩეველი მგზავრობდნენ

13 სექ 2026

გერმანიის კანცლერის მრჩეველი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ბორის ჯონსონი და სხვა ევროპელი მაღალჩინოსნები პოლონეთის საზღვართან რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ.

მატარებელზე, რომლითაც მაღალი რანგის პირები მგზავრობდნენ, რუსებმა იერიში მიიტანეს. დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო მატარებლის ნაწილის ევაკუაცია განხორციელდა.  გავრცელებული ცნობით, ოკუპანტებმა პოლონეთის საზღვრიდან ორ კილომეტრში სამგზავრო მატარებლის ლოკომოტივი დაბომბეს.

გამოცემა „შპიგელის“ ცნობით, მერცის მრჩეველმა გიუნტერ ზაუტერმა კიევში დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და იტალიის უსაფრთხოების მრჩევლებთან, ასევე, უკრაინის მთავრობასთან ერთად რუსეთთან შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებები განიხილა.