ტრამპი ზელენსკის მოუწოდებს შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის ობიექტებზე დარტყმები

13 სექ 2026

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის ობიექტებზე დარტყმები. დონალდ ტრამპის თქმით, ეს თავდასხმები დიზელის დეფიციტს იწვევს.
ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ დეფიციტი არა ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების, არამედ იმითაა გამოწვეული რაც რუსეთსა და უკრაინას შორის ხდება. ტრამპმა აღნიშნა, რომ ზელენსკის აღნიშნულის შესახებ უკვე ესაუბრნენ.