„ბათუმური რაფსოდია“  - "ოპერის ოქროს ხმა"

13 სექ 2026

16 განსხვავებული ხმა -  ხმა საქართველოდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ჩინეთიდან, იაპონიიდან, კორეიდან, უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან.
400 დან  ჯერ 16  საუკეთესო შეარჩიეს და სანამ მათგან, ჟიური ოქროს ხმას გამოარჩევდა იყო ზეიმი და ამ ზეიმზე ჟღერდა ვერდის, ვაგნერის, მოცარტის და სხვა დიდი კლასიკოსების ცნობილი საოპერო არიები.

კონკურსის მთავარი პრიზის და ჯილდოს 10 000 ევროს მფლობელი ირანელი მომღერალი  - Razavi Forooz -გახდა.

ფესტივალი მეხუთე საიუბილეო წელს ითვლის. დამფუძნებელი ცნობილი ქართველი  საოპერო მომღერალი, არაერთი ჯილდოს მფლობელი თამარ ივერია.

ვოკალისტთა მესამე საერთაშორისო ფესტივალზე, განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო გასული წლის გამარჯვებულების ვიდეო მიმართვები. მათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებული საოპერო კარიერა უკვე აქვთ. ტრამპლინი კი სწორედ „ბათუმური რაფსოდია“ იყო