14 სექ 2026
შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში წინასწარი მონაცემებით მემარცხენე-ცენტრისტული ოპოზიციური ბლოკი მცირე უპირატესობით ლიდერობს. ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ვრცელდება.
მედიის ცნობით, მიმდინარე მონაცემებით, ბლოკი, რომელიც სოციალ-დემოკრატების ლიდერს, მაგდალენა ანდერსონს პრემიერმინისტრობის კანდიდატად უჭერს მხარს, 349-წევრიან პარლამენტში 176 მანდატს იღებს, მემარჯვენე ბლოკი კი - 173-ს.
მედიის ინფორმაციით, მანდატებს შორის მცირე სხვაობის გამო ახალი მთავრობის ფორმირებაზე მოლაპარაკებები, შესაძლოა, გართულდეს.
ამასთან, საბოლოო გამარჯვებული, შესაძლოა, რამდენიმე დღის განმავლობაში არ გამოვლინდეს, რადგან საჭიროა საზღვარგარეთიდან მიღებული ბიულეტენების დათვლაც.