„როიტერი“ - ისრაელისა და ლიბანის წარმომადგენლები ოქტომბერში რომში შეხვდებიან

14 სექ 2026

ისრაელისა და ლიბანის წარმომადგენლები ოქტომბერში რომში შეხვდებიან. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, შეხვედრაზე აშშ-ის შუამავლობით მიღწეულ უსაფრთხოების შეთანხმებას განიხილავენ.

სააგენტო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს რომ, შეთანხმების „შემდგომი შესრულება კვლავ რჩება ერთადერთ შესაძლო მექანიზმად ლიბანის სუვერენიტეტისა და ისრაელის უსაფრთხოების აღსადგენად“. 

მისივე განცხადებით, ლიბანისა და ისრაელის ელჩები მომავალ კვირას ერთმანეთს ვაშინგტონში შეხვდებიან.