14 სექ 2026
რუსულმა ძალებმა უკრაინაში, ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმს დაარტყეს. საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, იზიუმს რუსულმა ძალებმა ავიაბომბებით შეუტიეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი.
ოლეგ სინეგუბოვის თქმით, სრულად განადგურდა 4 კერძო საცხოვრებელი სახლი, ასევე დაზიანდა ავტომობილები.
ადგილზე სახელმწიფო სამსახურები მუშაობენ.