სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობას თამაზ ბორაშვილი დაიკავებს

14 სექ 2026

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას თამაზ ბორაშვილი დაიკავებს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა

პროცედურის თანახმად, პრემიერის წარდგინებით, სუს-ის ხელმძღვანელის კანდიდატურას ამტკიცებს პარლამენტი.

თამაზ ბორაშვილი ამ დროისთვის სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებს, მანამდე კი, ამავე უწყებაში სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა.

გეკა გელაძემ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა დღეს დატოვა.