14 სექ 2026
მსოფლიოში ერთი ბარელი ბრენტის მარკის ნავთობის ფასმა 107 დოლარს გადააჭარბა, რაც ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 3%-იან ზრდას შეადგენს.
მედიის ცნობით, ბოლო ერთ კვირაში ბრენტის მარკის ნავთობის ფასი 10%-ითაა გაზრდილი. ამერიკულ ბაზარზე 2.6%-ით გაიზარდა და 102,68 დოლარი შეადგინა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზრდის მთავარი მიზეზი ახლო აღმოსავლეთში არსებული კრიზისია, განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდში დაჯგუფება „ჰუსიტების“ მიერ ბაბ-ელ-მანდების სრუტეში განხორციელებული თავდასხმები.