პრემიერ-მინისტრმა სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა

14 სექ 2026

5 თვის შემდეგ სუს-ის უფროსმა, გეკა გელაძემ თანამდებობა დატოვა - მიზეზი პირადი გადაწყვეტილებაა, განაცხადა დღეს პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ საზოგადოებას სუს-ის ახალი უფროსი წარუდგინა.

თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა დღესვე წარედგინება პარლამენტს. 

რაც შეეხება უკვე ყოფილ ხელმძღვანელს, ის იმ უწყებაში ბრუნდება, სადაც რამდენიმე თვის წინ მინისტრის პოზიციას იკავებდა. 

გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს ჩაიბარებს.