ევროკავშირი რუსეთის მიმართ სანქციების მორიგ პაკეტზე ჯერჯერობით ვერ თანხმდება

14 სექ 2026

ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების ერთ-ერთი რეჟიმის გაგრძელებაზე ვერ შეთანხმდნენ. ინფორმაციას „პოლიტიკო“ ევროკავშირის დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ევროკავშირის ელჩები საკითხის განსახილველად დღეს მოგვიანებით კვლავ შეიკრიბებიან და გადაწყვეტილების მისაღებად დრო დღის ბოლომდე აქვთ, რადგან სანქციების მოქმედი რეჟიმი, რომელიც დაახლოებით 3 ათას ფიზიკური და იურიდიული პირის აქტივების გაყინვას ითვალისწინებს 15 სექტემბერს იწურება.

„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, სლოვაკეთი ევროკავშირისგან ორი რუსი ბიზნესმენის ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის შავი სიიდან ამოღებას ითხოვს. აღნიშნულზე, წყაროს ინფორმაციით საფრანგეთი კომპრომისის მიღწევას ცდილობს და სიიდან მხოლოდ უსმანოვის ამოღების შეთავაზებით გამოდის.

პოლიტიკო“ ასევე წერს, რომ ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა რომელიმე პირისთვის სანქციების მოხსნის განხილვას არ ეთანხმება.