სუს-ის ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურას ოთხშაბათს უყრიან კენჭს

14 სექ 2026

5 თვის შემდეგ სუს-ის უფროსმა, გეკა გელაძემ თანამდებობა დატოვა-მიზეზი პირადი გადაწყვეტილებაა, განაცხადა დღეს პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც საზოგადოებას სუს-ის ახალი უფროსი წარუდგინა. თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა დღესვე წარედგინა პარლამენტს. 

როგორც ცნობილია სუსის ახალი უფროსის კანდიდატურას კენჭს ოთხშაბათს უყრიან. რაც შეეხება უკვე ყოფილ ხელმძღვანელს, ის იმ უწყებაში ბრუნდება, სადაც რამდენიმე თვის წინ მინისტრის პოზიციას იკავებდა.