სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

15 სექ 2026

დღეიდან საქართველოს მასშტაბით ახალი, 2026-2027 სასწავლო წელი იწყება. საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი  მნიშვნელოვანი სიახლით განახლდა.

შეიცვალა ეროვნული სასწავლო გეგმა და განახლდა საგნობრივი სტანდარტები, რის საფუძველზეც მიმდინარეობს ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნის პროცესი. მოსწავლეებს სხვადასხვა საგანში უკვე ახალი სახელმძღვანელოები დახვდებათ. დაწყებით საფეხურზე შემოდის სასკოლო ფორმის ტარების ვალდებულება. ასევე სკოლებში ამოქმედდება მობილური ტელეფონებისა და ჭკვიანი საათების გამოყენების მიზნობრივი შეზღუდვის წესი.