15 სექ 2026
თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე, კომპანია „ნოვას“ საწარმოს ეზოში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, საწარმოს ეზოში, სავარაუდოდ, CO₂-ის რეზერვუარი აფეთქდა, რამაც შენობის ფასადის ნაწილი დააზიანა.
თვითმხილველების თქმით, ძლიერი ხმა გამთენიისას გაიგეს. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები იყვნენ მობილიზებული. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მომხდართან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს კომპანია „ნოვაც“, სადაც აღნიშნულია, რომ ინციდენტი CO₂-ის რეზერვუარის დაზიანებამ გამოიწვია, ვითარება კონტროლს ექვემდებარება და მიმდინარეობს მიზეზების დეტალური შესწავლა.