ევროკავშირის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ  

15 სექ 2026

ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ვადა 7 დღით, 22 სექტემბრამდე გაახანგრძლივეს, რათა წევრ სახელმწიფოებს დამატებითი დრო  მიეცეთ სანქციების 6 თვით განახლების შესახებ წინადადებების სრულყოფილად შესასწავლად. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, ცნობით, ევროკავშირის სანქციების მოქმედების ვადის ამოწურვა 22 სექტემბრამდე მას შემდეგ გახანგრძლივდა, რაც მათი ექვსი თვით გაგრძელებაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. 

სანქციების ვადა, რომლებიც აქტივების გაყინვასა და მოგზაურობის აკრძალვას ითვალისწინებს და თითქმის 3 000 კომპანიასა და ფიზიკურ პირს ეხება, 15 სექტემბერს იწურებოდა.