15 სექ 2026
რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქზე იერიში მიიტანეს. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, რუსებმა კიევში ბენზინგასამართ სადგურსა და საწყობებს დაარტყეს.
კლიჩკოს თქმით, დარნიცკის რაიონში დაშავდა 1 ადამიანი, რომლის მდგომარეობაც მძიმეა. ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც თავდასხმა განხორციელდა შესაბამისი სამსახურები იმყოფებიან.
რუსების იერიშამდე კიევსა და უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა.