გიტანას ნაუსედა - ნატო-ს ავიაგამანადგურებლებმა ლიეტუვის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდეს

15 სექ 2026

ლიეტუვის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში ნატო-ს ავიგამანადგურებლებმა დრონი ჩამოაგდეს.

გიტანას ნაუსედამ მოკავშირეებს სწრაფი რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გაძლიერების ფონზე, მსგავსი მზადყოფნა რეგიონისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 

ლიეტუვის კრიზისების მართვის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ლიეტუვაში დრონი ბელორუსიდან შეფრინდა, ხოლო ნატო-ს ავიაგამანადგურებლებმა ქალაქ კაუნასთან ჩამოაგდეს.