15 სექ 2026
რუსულმა ფრეგატმა დანიის შეიარაღებული ძალების ვერტმფრენის მიმართულებით სასიგნალო გასროლა განახორციელა. ინფორმაციას დანიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, რუსული ფრეგატი დანიის სანაპიროსთან საერთაშორისო წყლებში იმყოფებოდა, როდესაც სამხედრო ვერტმფრენის მიმართულებით ორი სასიგნალო მაშხალა გაუშვა. მათი განცხადებით, ერთ-ერთმა მაშხალამ ვერტმფრენს ძალიან ახლოს ჩაუფრინა.
შემთხვევის შედეგად ვერტმფრენში მყოფი პირები არ დაშავებულან.
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა უწყებაში რუსეთის ელჩი დაიბარა.