პრემიერ-მინისტრმა კულტურის ახლად დანიშნული მინისტრი მაია ბითაძე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა

15 სექ 2026

პრემიერ-მინისტრმა კულტურის ახლად დანიშნული მინისტრი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა. მთავრობის მეთაურმა საჯარო სამსახურში მუშაობის მხრივ მაია ბითაძის მრავალწლიან გამოცდილებაზე გაამახვილა ყურადღება და მას წარმატება უსურვა.

მაია ბითაძემ ირაკლი კობახიძეს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კულტურის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა.

შეხვედრას კულტურის სამინისტროს დეპარტამენტებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.