პროკურატურამ 11 პირს ბრალი წარუდგინა

15 სექ 2026

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, მოყვანის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 11 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ბრალდება წარუდგინა - გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკულ საშუალება „ალფა პვპს“, „მდმას“, „ბუპრენორფინს“ „მარიხუანას“ და მცენარე „კანაფს“, რაც გატარებული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცავებმა ამოიღეს.

ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში ამოღებულია სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები და ნარკოტიკული ნივთიერებების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები.  დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.