მანიფესტაციებთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტზე „გახარია საქართველოსთვის“ ხელახალ კენჭისყრას ითხოვს

16 სექ 2026

ფრაქცია “საქართველოსთვის" საკანონმდებლო ინიციატივა პოლიტიკური შეფასებების თემაა. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ოპონენტების მიერ წარდგენილ საკანონმდებლო პროექტზე მმართველი გუნდის რამდენიმე დეპუტატის მხარდაჭერა-ტექნიკური შეცდომაა.  მიაჩნიათ, რომ  გულდასაწყვეტია, როცა ოპონენტებს  ტექნიკური საკითხის გარდა დღის წესრიგში სხვა ვერაფერი შეაქვთ.  

ცნობისთვის, ფრაქცია “საქართველოსთვის" საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით 2024 წლამდე მოქმედი ნორმების აღდგენას ითვალისწინებდა, “ქართული ოცნებისა“ და “ხალხის ძალის“ 16-მა დეპუტატმა მისცა ხმა. მოგვიანებით კი განმარტეს, რომ ეს იყო ტექნიკური ხარვეზი. 

დღეს ფრაქცია “საქართველოსთვის" წევრებმა ბრიფინგი გამართეს და  კანონპროექტის  კიდევ ერთხელ კენჭისყრაზე გატანა მოითხოვეს.