16 სექ 2026
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის მსხვილი ბიზნესჯგუფის PASHA Holding-ის კომერციული და საერთაშორისო პროექტების აღმასრულებელ დირექტორ ელჩინ გადიმოვს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში PASHA Holding-ის მიმდინარე საინვესტიციო პროექტები და მათი განვითარების გეგმები. აქცენტი გაკეთდა მიმდინარე პროექტების განხორციელების ეტაპებზე, ასევე საქართველოში კომპანიის საქმიანობის გაფართოებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.
აღინიშნა, რომ PASHA Holding-მა საქართველოში 2015 წლიდან დღემდე დაახლოებით 60 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა და უახლოეს მომავალში დამატებითი ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს.